ტექსტილის ფასადი, ფასადების დიზაინი, მემბრანული ფასადები.

ტექსტილის ფასადი,  ფასადების დიზაინი, მემბრანული ფასადები, ეს შესანიშნავი საშუალებაა განასხვავოს შენობა ზოგადი საამშენებლო ანსამბლისგან. მიანიჭოს მას არატრივიალური და თანამედროვე სახე, მიიზიდოს ქალაქის მოსახლეობისა და ვიზიტორთა ყურადღება. ასევე, მარტივად და სწრაფად ადაპტირდეს ცვალებადი  მოთხოვნების შესაბამისად   კარდინალური ძალისხმევისა და ინვესტიციების გარეშე.

ტექსტილის ფასადებით აფორმებენ:

  • მაღაზიებს;
  • სასაწყობე ფართებს;
  • სპორტულ ობიექტებს;
  • ადმინისტრაციულ შენობებს;
  • სასტუმროებს;
  • სამრეწველო სისტემებს;
  • სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრებს;
  • ელიტარული აუდიიტორიის კლუბებს.

ეს ეკონომიკურად  მომგებიანი გადაწყვეტილებაა გარკვეული კომერციული ამოცანების  გადასაჭრელად. ქსოვილი ადვილად იცვლება, მაგალითად, რებრენდინგის ან მიმართულების კარდინალური შეცვლის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ფასადის დიზაინის შეცვლის მოთხოვნა.

ამავე დროს, ასეთი ფასადის მომსახურების ვადა ძალიან შთამბეჭდავია. 25 წლიანი გარანტია ქსოვილის მწარმოებლისგან –  Ferrari. 

ტექსტილის ფერების, ფაქტურის და ტექსტილის მემბრანის ნახატების უზარმაზარი მრავალფეროვნება უკიდურეს თავისუფლებას ანიჭებს ნებისმიერი სურვილის რეალიზაციისას.   

გამძლე, საიმედო და მრავალფუნქციური. ასრულებენ ესთეტიკურ, დეკორატიულ და დამცავ ფუნქციას (იცავენ მზის პირდაპირი სხივებისგან).

ტექსტილის ფასადები – პრემიალური ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ შენობის  უნიკალური სახე, გამოარჩიოთ იგი  მოსაწყენი, ტრადიციული ფასადების ფონზე.

ეს საკმაოდ ახალგაზრდა და წარმატებული ტენდენცია გახლავთ  ფასადების მშენებლობაში. შესანიშნავია სავაჭრო ცენტრებისთვის, სპორტული ობიექტებისთვის, ელიტარული  შენობებისთვის, ბიზნეს ცენტრებისთვის, სამრეწველო შენობებისთვის. სია საკმაოდ დიდია.

დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით შენობა-ნაგებობა მოითხოვს ფასადის განახლებას. მიმართულების პერსპექტივები ფართოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ახალი არქიტექტურული სტილი კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას უქმნის მემბრანის ფასადის გადაწყვეტებს, მოხარული ვიქნებით შემოგთავაზოთ თქვენს შენობებზე დანერგოთ.

ფასადი, ფასადის დიზაინი,  ფასადების მოწყობის ახალი გადაწყვეტილებები.

ნაჭრის ფასადები, მემბრანის ფასადები – ეს, საშუალებას იძლევა  ჩვეულებრივ შენობას  ნებისმიერი ფორმა მივანიჭოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი –  ახალი ფორმაა. კრისტალური ფორმა. ფუტურისტული ფორმა. ელიფსური. მომრგვალებული. ფიჭის ფორმა.  

1. ნაჭრის ფასადები გამოსახულებით. მოცემული გადაწყვეტილება შენობას მაღალი ხარისხის ინდივიდუალიზმს და სიკაშკაშეს ანიჭებს.

2.  ფასადები კარგად გააზრებული განათების სისტემით.  ნებისმიერი დიზაინის გადაწყვეტილებაში არის ბოლო – დასკვნითი შტრიხი. განათება – ეს არის ტექსტილის ფასადისთვის სპეციალურად შექმნილი დასკვნითი შტრიხი.

3. ქსოვილის ფასადის ფერთა ფართო სპექტრი.